მთავარისაზოგადოება

14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება

საქართველოში 14 აპრილს ქართული ენის დაცვის, დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, საბჭოთა ხელისუფლებამ უკან დაიხია და  ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ქართული ენის, დედაენის დღე, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

ნახეთ მეტი
Back to top button