მთავარიპოლიტიკა

თურქები და აზერბაიჯანელები ჩვენი მტრები არიან: ფაშინიანი ხედავს მტრობის მართვის აუცილებლობას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გაუგებრად მიიჩნევს დებატებს იმის შესახებ  თურქები და აზერბაიჯანელები სომეხი ხალხის მტრები არიან თუ არა? პრემიერ მინისტრმა ეროვნული ასამბლეის 14 აპრილის სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ალენ სიმონიანის კითხვას უპასუხა და  აღნიშნა, რომ პრობლემა ამ მტრული ურთიერთობების მართვაშია.

”მე არ მესმის ეს დებატები, სიმართლე გითხრათ. ჩვენ ვართ ის, ვინც ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს? ჩვენი ისტორია, ბოლო ომი, ბოლოდროინდელი მოვლენები – განხილვის საკითხიც კი არ არის, რომ დიახ თურქები, დიახ აზერბაიჯანელები ჩვენი მტრები არიან. ისინი ასევე მტრებად მიგვაჩნევენ  ჩვენ.  კითხვა სხვანაირად უნდა დავსვათ:  აბა, რას ვაპირებთ ამ მტრობასთან დაკავშირებით?  მე ვამბობ შემდეგ ფორმულას: თუ ჩვენ მათ მივიჩნევთ მტრად, ისინი ჩვენ  მიგვიჩნევენ მტრად.  დამდენადაც  ჩვენ მათ ვუწოდებთ მტერს, იმდენად ჩვენ ისინი გვიწოდებენ მტერეს.   კითხვა ის არის, რამდენად ვაპირებთ ამ მტრობის გამწვავებას? ჩვენ და ისინი ვაყენებთ თუ არა ურთერთის  განადგურების ამოცანას?  ჩვენ რა თქმა უნდა საკითხი ასე არ უნდა დავსვათ, მაგრამ მათაც არ უნდა დასვან საკითხი ასე”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მტრული განწყობა ძალიან ფრთხილად, ტაქტიანად, წინდახედულად უნდა იქნას  მართული, რადგან ეს არ არის ცალმხრივი საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button