მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სატრანსპორტო კავშირების განბლოკვისას პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნას სომხეთის ინტერესები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირწმუნება, რომ სომხეთის ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის დროს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, როცა უპასუხა სრბუი გრიგორიანის კითხვას ფრაქცია  “ნათელი სომხეთიდან”.

„რომელი ტერიტორიის გავლით გაივლის სიუნიქის გავლით საავტომობილო გზა, რომელიც ნახჭევანს აზერბაიჯანთან უნდა აკავშირებდეს?  არსებობს სტრატეგია, რომ ტერიტორია, რომლითაც გზა გაივლის, არ შექმნის რაიმე პრობლემას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით? ”- ჰკითხა გრიგორიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დისკუსიები მიმდინარეობს კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამი ქვეყნის პრემიერ მინისტრები. ამ მიმართულებით გარკვეული შეთანხმებები მიღწეული არ არის, არსებობს აზრთა სხვაობა. აზერბაიჯანულ მხარეს აქვს შემოთავაზებები, მოსაზრებები და ჩვენც  გვაქვს წინადადებები და მოსაზრებები,  რუსულ მხარესაც  აქვს. ამ მოსაზრებების გარშემო, ჩვენ შევეცდებით მივიდეთ  საერთო გამოსავალამდე. მაგრამ მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სომხეთის რესპუბლიკის ინტერესები. ჩვენი პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ გზა უნდა დავუთმოთ, არამედ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ გზა უნდა გვქონდეს”, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი მაქსიმალურად შეეცდება კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ სომხური მხარე, მისივე თქმით, მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება ამ საკითხში.

ნახეთ მეტი
Back to top button