მთავარიპოლიტიკა

არსებობს წერილობითი შეთანხმება ტყვეების დაბრუნების შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტყვეების დაბრუნების შესახებ აზერბაიჯანთან არსებობს წერილობითი შეთანხმება, ის ძალაში რჩება. ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში   მთავრობასთან კითხვა-პასუხის სესიის დროს განაცხადა ფაშინიანმა, უპასუხა რა “ნათელი სომხეთის” ფრაქციის წევრის ანი სამსონიანის კითხვას.

”აზერბაიჯანთან არსებობს წერილობითი შეთანხმება ტყვეების  დაბრუნების შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. ეს შეთანხმება მოქმედებს ყოველდღე, ნებისმიერ დროს. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მკაფიოდ განაცხადეს ტყვეების და სხვა დაკავებულების დაბრუნების აუცილებლობის შესახებ”, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ამ საკითხს აქცევს პოლიტიკური მანიპულირების საგნად, მათ შორის სომხეთში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის პროვოცირებისათვის.

ნახეთ მეტი
Back to top button