აზერბაიჯანი, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და მშვიდობიანი მოსახლეობის ბაქოს ციხეებში დაყოვნებას. სომხებმა და მათმა მხარდამჭერმა უცხოელებმა პროტესტი გამოხატეს გაეროს ოფისებთან.
გაეროს ოფისის წინ უხმო აქცია გაიმართა ერევანში, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისთან. მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილია ტორონტოში, პარიზში, ლოს – ანჯელესში, ნიუ- იორკში, ჰიუსტონში, რომში, ჰამბურგში, მოსკოვში და სხვაგან.
შვეიცარიელმა აქტივისტმა და მუსიკალურმა პროდიუსერმა ანი გასპარიანმა, „არმენპრეს“- თან ინტევიუში განაცხადა, რომ რომ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც მონაწილეობდნენ შვეიცარიის სომხური თემის მდუმარე საპროტესტო აქციაში, ეჭირათ სომეხი ტყვეების განთავისუფლებისკენ მომწოდებელი პლაკატები.
საზოგადოების რამდენიმე წევრი სიტყვით გამოვიდა და მოუწოდა გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დარჩნენ გულგრილნი და გამოეხმაურნონ სომეხი ტყვეების საკითხს.