
15 აპრილის სხდომაზე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთის გენოციდის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესაფერისად განხორციელების შესახებ.
მის მიხედვით, 24 აპრილს გაიმართება ღონისძიებების სერია, რომელიც ეძღვნება სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას და ნაჩვენები იქნება სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით.
კერძოდ, 23 აპრილს, 22:30 საათზე, ჩირაღდნებით მსვლელობის დასრულების შემდეგ, სომხეთის ეროვნული ფილარმონიის ორკეტრის და სომხეთის სახელმწიფო აკადემიური გუნდის, აგრეთვე სომხეთის და საზღვარგარეთიდან მოწვეული სოლისტების მონაწილეობით, წიწერნაკაბერდის სომეხთა გენოციდის მემორიალში შესრულდება ჯ. ვერდის “რექვიემი“.
23-24 აპრილის ღამეს, 24:00 საათზე, კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის სახლში გერმანიიდან მოწვეული დირიჟორის ალ. ირადიანის ხელმძღვანელობით სომხეთის სახელმწიფო კამერული ორკესტრისა და სახელმწიფო კამერული გუნდის ,,ჰოვერის“ მონაწილეობით გაჟღერდება ვ. ა. მოცარტის ‘’რექვიემი“.
მოხსენიების ღონისძიებები დაასრულდება 24 აპრილს, 19:15 საათზე, კ. დემირჩიანის სახელობის სპორტულ და საკონცერტო კომპლექსში სომხეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდისა და ერევანის სახელმწიფო კამერული გუნდის მონაწილეობით ტ. მანსურიანის “რექვიემი”-ს შეასრულებით.