პოლიტიკა

თურქეთში გაიმართება გენოციდის უარმყოფელი საერთაშორისო კონფერენცია

20 აპრილს თურქეთის პრეზიდენტის ეგიდით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უარყოფს სომხეთის გენოციდს. თურქეთის პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კონფერენცია ჩატარდება 3 სხვადასხვა პანელური დისკუსიით. მათ ექნებათ თავიანთი ლიდერები და ცალკეული სათაურები, წერს Ermenihaber.am.

პირველი იქნება სახელწოდებით  “1915 წლის მოვლენები და სომხური საკითხი ისტორიულ პროცესში” და ჩატარდება თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირის რექტორის იუსუფ სარნას თავმჯდომარეობით. ამ პანელის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იქნება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი მრჩეველი   სეიტ სერტჩელიკი, რომელმაც გენოციდის უარმყოფელი მრავალი კონფერენცია მოაწყო.

ადვოკატი დევიდ სალცმანი, რომელიც თურქეთის მხარის იურისტად მსახურობდა შეერთებულ შტატებში სომხების მიერ გახსნილი სასამართლო პროცესების დროს და სხვა ადვოკატები მონაწილეობას მიიღებენ მეორე პანელ დისკუსიაში, სახელწოდებით “1915 წლის შემთხვევები საერთაშორისო სამართლის პერსპექტივიდან”.

მესამე პანელ დისკუსიას, “რეფლექსია 1915 წლის მოვლენებზე ჩვენს დღეებში და მომავლის პერსპექტივები”, დაესწრებიან თურქულ-ამერიკული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ერგუნ ქერლიქოვალი,  სამხრეთ-აღმოსავლეთისა და კავკასიის შემსწავლელი ცენტრის (გერმანია) დირექტორი ქრისტიან იოჰანეს ჰენრიხი და სხვა.

აღნიშნულია, რომ კონფერენციაში თურქეთის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ირლანდიის წარმომადგენლები.

ნახეთ მეტი
Back to top button