მთავარიპოლიტიკა

შარლ მიშელი თბილისშია

,,Metronome.ge” წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია.

როგორც ცნობილია, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button