მთავარიპოლიტიკა

„აზერბაიჯანმა გააკეთა ის, რაც 80 წლის განმავლობაში არცერთ ევროპულ ქვეყანას არ გაუკეთებია“, – რუბინიანი

სომეხი ტყვეებისადმი მიძღვნილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა რუბენ რუბინინმა მიმართა თავის ევროპელ კოლეგებს, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როცა მათთვის უწოდებიათ შეშლილი, ან ძაღლი.

„მე და ჩემს ჩემს ერს ასე გვიწოდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ მან ძაღლებივით განდევნა სომხები ყარაბაღიდან. შემდეგ მან თქვა, რომ სომეხი ერი ავად არის, ის უნდა მკურნალობდეს. გქონიათ შემთხვევა, როცა პირდაპირ ეთერში უყურებთ თუ როგორ ანგრევენ თქვენს სიწმინდეებს, ეკლესიებს, მემორიალებს? ჩვენი ერი ამას  ყოველდღე ხედავს”, – თქვა რუბინიანმა.

დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანმა გააკეთა ის, რაც არცერთ ევროპულ ქვეყანას არ გაუკეთებია 80 წლის განმავლობაში, მან განახორციელა სიძულვილი სხვა ერის მიმართ. ასობით სომეხი ახალგაზრდაა  დატყვევებული  იმ ქვეყანაში, სადაც მათ სძულვილით ეკიდებიან. ჩვენი ტყვეები უნდა დაბრუნდნენ სომხეთში, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის მოთხოვნა”, – აღნიშნა რუბინინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button