არჩევნებში ყოფილების მონაწილეობა აძლიერებს ფაშინიანს.
ეროვნულ ასამბლეაში ფრაქცია “ნათელი სომხეთის” ბრიფინგზე ასეთი აზრი გამოთქვა ფრაქციის დეპუტატმა გევორგ გორგისიანმა, კომენტარი გაუკეთა რა მათი პოლიტიკური ძალის წინადადებას, რომელიც ოპოზიციური ბანაკის მისამართით იყო გაკეთებული.
”წინადადება ეხებოდა ამას: მოდით დავამარცხოთ ფაშინიანი, რადგან მათი ყოფნით ყოფილები მხოლოდ ფაშინიანს აძლიერებენ. დღეს ფაშინიანს ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც შედგება ორი ნაწილისგან. ერთი ნაწილი, რაც არ უნდა გააკეთოს ფაშინიანმა, მის სახელით იფიცებიან და ხმას მისცემენ მას. მეორე ნაწილი კი შიშობენ, რომ წინანდლები დაბრუნდებიან“,-აღნიშნა გორგისიანმა და რწმენა გამოთქვა, რომ ძველების დაბრუნების საკითხის გამორიცხვის გარემოებაში ,,ჩემი ნაბიჯი“ მოსალოდნელ არჩევნებში შეძლებს მხოლოდ 10% ფრაქციის ქონას.
რაც შეეხება “ნათელ სომხეთს”, გორგისიანის თქმით, ისინი არ დაუშვებენ არც ყოფილების დაბრუნებას და არც ფაშინიანის რეპროდუქციას.
გორგისიანმა ასევე აღნიშნა, რომ “ნათელმა სომხეთმა” მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მარტო, ალიანსის გარეშე, თავისი სიით.