მთავარიპოლიტიკა

„ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას“, – საგარეო საქმეთა სამიისტროს სპიკერის პასუხი ალიევის განცხადებაზე

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი  ანა ნაღდალიანი  გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას “101 წლის შემდეგ ზანგზეურში დაბრუნების” თაობაზე. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მისწრაფებებს გამოიყენოს ძალა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები სერიოზულად აზიანებს რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას. ისინი მიგვანიშნებს, რომ  აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი განცხადებების მშვიდობასა და შერიგებასთან დაკავშირებით სიყალბეა და სხვა არაფერი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მუქარა ისმის  სომხეთის გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სომეხი ხალხის მიმართ  ძალის პოზიციიდან საუბარი.

ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს როგორც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ასევე ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით.

სომხეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – ნათქვამია სპიკერის პასუხში.

ნახეთ მეტი
Back to top button