მთავარიპოლიტიკა

მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და ხანგრძლივ მშვიდობას მიაღწიონ: ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია  პეიჩინოვიჩ-ბურიჩი  საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის დროს  მიესალმა გასული წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ შეთანხმებას სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ბურიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგი.

”მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და იმუშაონ მშვიდობის მიმართლებით. სესიაზე განხილული ერთ-ერთი საკითხი იყო სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის განმუხტვა. ჩვენ უნდა ვესაუბროთ ქვეყნებს და არა ვისაუბროთ ქვეყნების შესახებ. ზოგჯერ საჭიროა გავაკეთოთ ერთიც ან მეორეც,  მაგრამ საუკეთესო კავშირი დიალოგია. ეს არის ჩვენი სტრუქტურის მუშაობის მთავარი პრინციპი. ეს მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული ურთულეს მომენტებში. ”ყარაბაღის საკითხში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი  მხოლოდ დიალოგია“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button