საზოგადოება

სომხეთში, COVID-19- ით ქალებზე მეტი მამაკაცი გარდაიცვალა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა COVID-19 სიკვდილიანობის მაჩვენებლები სქესის და ასაკის მიხედვით.

”2020 წლის აპრილიდან 2021 წლის 20 აპრილამდე დარეგისტრირდა კორონავირუსის დაავადებით გარდაცვლილი 3919 ადამიანი. ამავდროულად, 2020 წლის აპრილიდან დეკემბრამდე დაფიქსირდა 3045 გარდაცვლილი ადამიანი, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 20 აპრილამდე  – 874.

COVID-19-ით გარდაცვლილთაგან   57%  იყო მამრობითი სქესის და 43%  მდედრობითის. დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება 18 წლამდე. 63 წელს გადაცილებულ ადამიანებში – 3034 შემთხვევა (76%)”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button