პოლიტიკა

აზერბაიჯანის ლიდერი ცდილობს ხელი შეუშალოს პროცესს: ფაშინიანი პასუხობს ალიევს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, მაგრამ საჭიროა მათ საკადრისი პასუხი გავცეთ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა სიუნიქის  მუნიციპალიტეტში ჩატარებული თათბირისას.

„ეს განცხადებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მხრივ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აგააჩნია სომხეთის მიმართ, მეორეს მხრივ,  იგი აცხადებს ზანგეზურის დერეფნის ძალის გამოყენებით გახსნის შესახებ“,  – თქვა ფაშინიანმა. აზერბაიჯანის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ალიევის ეს განცხადება, აღნიშნა რომ  ეს სიტყვები არ გულისხმობდა   სომხეთის ტერიტორიებზე თავდასხმას.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ზანგეზური, არც სიუნიქი და არც დერეფანი არ არის ნახსენები 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში. ეს ეხება იმ რეგიონალური კომუნიკაციების გახსნას, რომელიც დარეგისტრირებულია 2021 წლის 10 იანვარს  მოსკოვში ხელმოწერილი ოქმით.

„თუ აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფანზე საუბრობს, იმავე ლოგიკით სომხეთს შეუძლია ისაუბროს ნახჭევანის დერეფანზე, ჩრდილოეთ აზერბაიჯანის დერეფანზე, რადგანაც დღეის მდგომარეობით წერილობითი სახით გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიაზე შეუძლია მიიღოს მხოლოდ ისეთი „დერეფანი“,  როგორსაც  სომხეთი მიიღებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“ , – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრის თქმით, ამგვარი პროვოკაციული განცხადებებით, აზერბაიჯანის ლიდერი ცდილობს ხელი შეუშალოს პროცესს, არ დაიცვას შეთანხმების პირობები, გააუარესოს სიტუაცია რეგიონში და განაგრძოს სომხეთის ბლოკადის პოლიტიკა.

ნახეთ მეტი
Back to top button