მთავარიპოლიტიკა

არცახის ომი შეიცავდა გენოციდის ელმენტებს: ჰარუთიუნ მარუთიანი

არცახის ომი შეიცავდა გენოციდის ელმენტებს. დღევანდელი პრესკონფერენციის დროს ასეთი აზრი გამოთქვა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ჰარუთიუნ მარუთიანმა.

„არცახის ომი შეიცავდა გენოციდის ელმენტებს.  ეს გამოიხატებოდა  მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობასა და დაბომბვებში. გარდა ამისა, სამოქალაქო პირების განდევნა მათი სახლებიდან ასევე გენოციდური ქმედებაა”, – თქვა მარუთიანმა.

მან დაამატა, რომ ომის პირველი დღის შემდეგ მათ სცადეს დაუკავშირდნენ თავიანთ მეცნიერ კოლეგებს, მათ 160-მდე წერილი გაუგზავნეს გენოციდის მუზეუმებსა და სამეცნიერო ცენტრებს. ზოგიერთ  ცენტრს რეაქცია ჰქონდა, ზოგი კი დუმდა.

მარუთიანის თქმით, გარდა ამისა, ომმა აჩვენა, რომ ჩვენ სამეცნიერო მასალების უცხო ენაზე წარდგენის პრობლემა გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, 2022 წელს გაიმართება კონფერენცია, რომელიც შეეხება თემას, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს სომეხთა გენოციდის თემა. მარუთიანმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  საჭიროა გულდასმით მუშაობა.

ნახეთ მეტი
Back to top button