მთავარიპოლიტიკა

თურქეთმა ერევნის ცენტრში მდებარე შენობა წარმოადგინა, როგორც აზერბაიჯანის სამეფო სასახლე

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა გამოეხმაურა თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო კორპორაციის (TRT) მიერ გამოქვეყნებულ რეპოტაჟს, სადაც ერევნის ცენტრში, ჰანრაპეტუთიანის ქუჩა 32-ში მდებარე  ძეგლი-შენობა წარმოდგენილია, როგორც აზერბაიჯანის სამეფო სასახლის ნაწილი.

ეროვნული ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ შენობა აშენდა 1876 წელს, როგორც სპარსეთის პირველი კონსულის რეზიდენცია და ფუნქციონირებდა 1920 წლამდე. არქიტექტორი არის მიხეილ ფონ დერ ნონნე გერმანიიდან. 1850-იან წლებში შენობა ეკუთვნოდა მდიდარ სპარსელ ჰაჯი აბას ქალბარაის აბდუ ჰუსეინ ოღლუს.

ოთახის კედლები, რომელიც ოდესღაც სპარსეთის კონსულს ეკუთვნოდა, მთლიანად დაფარული იყო ფრესკებით, რომლებიც დღემდე მთლიანად არის შემონახული. ოთახის ცენტრში არის სარკეებით მოპირკეთებული სალოცავი ნიშა.

მოგვიანებით, შენობაში განთავსდა სომხური დივიზიის შტაბი, შემდეგ სომხეთის დახმარების კომიტეტი, რომელსაც ოვანეს თუმანიანი ხელმძღვანელობდა. 1963 წლიდან აქ ფუნქციონირებს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების სომხური საზოგადოება, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო მარტიროს სარიანი.

დეპუტატმა, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა გორ ერანიანმა თქვა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემის ეს პოლიტიკა ახალი არ არის და უკვე დიდი ხანია არავის უკვირს.

”საქმე გვაქვს მითვისებისა და გამოძალვის პოლიტიკასთან, რომელიც, რა თქმა უნდა, კულტურული გენოციდის ტერმინოლოგიას ეხება”, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, სომხური კულტურული მემკვიდრეობის პრივატიზების მცდელობებს დაემატა სპარსული კულტურული ძეგლების აზერბაიჯანიზაციის მცდელობებიც.

ნახეთ მეტი
Back to top button