მთავარიპოლიტიკა

”მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სიუნიქის საზღვარი შეათანხმონ კუხოსთან” ნიკოლ ფაშინიანი

სიუნიქის გამგეობაში ჩატარებული კონსულტაციის დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა  44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანთან სომხეთის სიუნიქის რეგიონის ახალი საზღვრის საკითხზე.

”იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები არასაკმარისი იყო, გადაწყდა სიუნიქის საზღვრის შეთანხმება კუხოს საზღვართან ისე, რომ იქ შეგვეძლო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების ოპერირება”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ვრცელდება სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების გასწვრივ და მის შიგნით. ხოლო ის, თუ რომელია ეს საზღვარი ფაშინიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

 ”განსაკუთრებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საზღვრები გადაწყვიტა თავად სომხეთის რესპუბლიკამ (ამაზე ბევრჯერ მითქვამს) სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიული დაყოფის შესახებ 2010 წლის 24 მაისს მიღებული კანონით”, – აღნიშნა ფაშინიანმა, კანონიდან ციტირება გაუკეთა რა შურნუხისა და ვოროტანის თემების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერას, სადაც აღნიშნულია, რომ იგი ესაზღვრება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს აზერბაიჯანთან.

ფაშინიანის თქმით, ამ კანონით, 2010 წელს სომხეთმა აღწერა მისი ტერიტორია, სადაც მოქმედებს კუხოს ხელშეკრულება.

”მინდა ყველა თქვენგანის ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ არ იყო ნახსენები, რომ საზღვარი ემთხვევა სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის რესპუბლიკის საზღვრებს, მაგრამ დაიწერა, რომ საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეს არის ის რეალობები, რომლებმაც შექმნეს არსებული სტატუს ქვო”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სიუნიქის საზღვარს, ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი უსაფრთხოების დონე უნდა გაიზარდოს. ამისთვის საზღვარი უნდა დაიცვან ეუს- ის სასაზღვრო ჯარებმა, ხოლო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი 20 აპრილიდან სიუნიქის რეგიონში იმყოფება.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალურ ადმინისტრაციაში კონსულტაციებში მონაწილეობდნენ სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი არმენ აბაზიანი, პოლიციის უფროსი ვაჰე ღაზარიანი, გუბერნატორი მელიქსეთ პოღოსიანი, გუბერნატორის მოადგილეები, მე -4 არმიის კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი არტაკ ბუდაღიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button