პოლიტიკა

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების თარიღი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარლამენტში 27 აპრილის პლენარული სხდომის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრეზიდენტმა 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ისევე როგორც აშშ-ის ელჩმა, ეს ფაქტი დაადასტურეს. ამგვარად, პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი შესვლა პარლამენტში 27 აპრილს პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ, როგორც განცხადებაშია გათვალისწინებული, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“ – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button