მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი სიუნიკში ვიზიტის დროს ეწვია სამხედრო ნაწილს

სიუნიკის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს N სამხედრო ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მანე გრიგორიანმა.

”მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა სამხედრო ნაწილი, გაეცნო ოპერატიულ ვითარებას, სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ და საცხოვრებელ პირობებს”, – წერს იგი.

ფაშინიანი ესაუბრა სამხედრო მოსამსახურეებს, მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი სამსახურისთვის და მშვიდობიანი სამსახური უსურვა.

პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა სასადილო, გაეცნო მენიუს, ეწვია ყაზარმებს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფებოდა სიუნიკის რეგიონში. მას თან ახლავს ეროვნული კრების ვიცესპიკერი ალენ სიმონიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button