
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მადლობის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს თბილი მიღებისთვის, ასევე ორმხრივ და რეგიონალურ თემებზე კონსტრუქციული დისკუსიებისათვის.
”ჩვენმა შეხვედრამ, რომელიც ჩატარდა სრული ურთიერთნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროში, ასახა სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და განმტკიცების ახალი გზები. მე ვეტანხმები იმ აზრს, რომ პასუხისმგებლები ვართ სომეხ-ქართველი ხალხების მომავალ თაობებს შორის ურთიერთობების დამყარებაზე”, – ნათქვამია წერილში
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებობს საერთო ინტერესები და პერსპექტიული ურთიერთქმედება ტექნოლოგიის, განათლების, მეცნიერების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და რიგ სხვა სფეროებში.
”მე მჯერა, რომ ვიზიტის დროს მიღწეული პრაქტიკული, ეფექტური შეთანხმებები კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში, ჩვენი მოძმე ხალხების სასარგებლოდ”, – წერს პრეზიდენტი.