მთავარიპოლიტიკა

ბაიდენი აპირებს სომხეთის გენოციდის აღიარებას

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ოფიციალურად აღიარებს ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა ხოცვა-ჟლეტას  გენოციდად, იუწყება Reuters-ი.

ბაიდენი გამოიყენებს სიტყვას “გენოციდი”,  როგორც  24 აპრილის განცხადებაში, როცა ყოველწლიური მსხერპლთა ხსოვნის  ცერემონია ტარდება მთელ მსოფლიოში.  ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს სამი წყარო, რომლებიც კარგად იცნობენ თემას.

”რამდენადაც მე მესმის, ბაიდენმა გადაწყვიტა გამოიყენოს სიტყვა გენოციდი თავის განცხადებაში კვირა დღეს,” – თქვა წყარომ. ისინი აფრთხილებენ, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალიდან გამომდინარე, ბაიდენმა შეიძლება ბოლო წუთს მაინც გადაწყვიტოს, რომ ეს ტერმინი არ გამოიყენოს.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შაბათს თეთრი სახლი, სავარაუდოდ, “უფრო მეტს იტყვის”,  მაგრამ დეტალების განმარტებაზე  უარი თქვა.

ერთი წლის წინ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, გაიხსენა სომხეთის გენოციდის 1,5 მილიონი მსხვერპლი, განაცხადა რომ ის მხარს დაუჭერს მკვლელობების გენოციდად აღიარებას.

”დღეს ჩვენ გვახსოვს სომეხი ხალხის მიმართ  განხორციელებული დიდი გენოციდის – სომხური გენოციდის დანაშაული.  არჩევის შემთხვევაში, მე გპირდებით მხარს დავუჭერ რეზოლუციას, რომელიც აღიარებს სომხეთის გენოციდს.  ადამიანის პრიორიტეტად ვაყენებ ადამიანის უნივერსალურ უფლებებს”, – დაწერა ბაიდენმა Twitter- ზე ერთი წლის წინ.

ნახეთ მეტი
Back to top button