
სომხეთის გენოციდის 106 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა წერილები გაუგზავნა ათზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის საფრანგეთს, რუსეთს, შეერთებულ შტატებს, გერმანიას, იტალიას, არგენტინას, ლიბანს, საბერძნეთს და მისი უწმინდესობა რომის პაპს ფრანცისკეს, ნიდერლანდების, ბელგიის, შვედეთის და სხვა ქვეყნების მეფეებს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან გვაცნობეს.
პრეზიდენტმა სარქისიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტებს, პარლამენტებს, საზოგადოებრივ, სასულიერ, სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს სომხეთის გენოციდის სხვადასხვა ფორმატით აღიარების, დაგმობისა და სომეხი ხალხისადმი სოლიდარობისთვის.
პრეზიდენტმა სარქისიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა: “სომხეთის გენოციდის აღიარება, საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობა ერევანში სომხეთის გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალში, 24 აპრილს თქვენი ბრძანებულებით სომხეთის გენოციდის ხსენების დღედ გამოცხადება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საფრანგეთის სოლიდარობას და ერთგულებას უნივერსალური ღირებულებებისადმი“.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსადმი გაგზავნილ წერილში პრეზიდენტმა სარქისიანმა აღნიშნა: ”სომხეთი ძალიან აფასებს თქვენს პირად მცდელობებს რუსეთის მიერ აღიარებული და დაგმობილი იქნას სომეხთა გენოციდი. დეკლარაცია, რომელიც 24 აპრილს სომხეთის გენოციდის ხსენების დღედ აღიარებს, სახელმწიფო სათათბიროს განცხადება სომხეთის გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თქვენი მონაწილეობა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მითითებს იმაზე, რომ რუსეთი ერთგულია სრულიად საკაცობრიო ღირებულებების“.
პრეზიდენტმა სარქისიანმა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი გაგზავნილ წერილში მარალ დონეზე შეაფასა 2019 წელი. კერძოდ, აშშ კონგრესის ორივე პალატის გადაწყვეტილებები. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს წერილშ, ”სომხეთში ჩვენ მივესალმებით რეზოლუციის მიღებას სომხეთის გენოციდის შესახებ, რომელიც აშშ- ს წარმომადგენელთა პალატამ 2019 წელს მიიღო, რასაც მოჰყვა აშშ სენატის ერთსულოვანი გადაწყვეტილება“. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის გენოციდის აღიარება ნიშნავს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის აღიარებას. ”დარწმუნებული ვართ, რომ გენოციდებისა და გენოციდური პოლიტიკის პრევენციის ერთ-ერთი საშუალება მათი აღიარება და დაგმობაა.
ჩვენ მოველით, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურებთ თქვენს ერთგულებას ისტორიული სამართლიანობის პოპულარიზაციისა და ახალი გენოციდების თავიდან აცილების თქვენს ინციატივას“. წერილებში სომხეთის პრეზიდენტმა გამოხატა რწმენა, რომ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისა და დაგმობის პროცესი მთელს მსოფლიოში ხელს შეუწყობს გენოციდის – კაცობრიობის წინაშე მიმართული ამ უდიდესი დანაშაულის, პრევენციას და აღმოფხვრას.