კულტურა

სიტყვის თავისუფლება სომხეთში სტიქიურია და პოლარიზებული

სომხეთში მედია მრავალფეროვანია, მაგრამ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი  ვერ არის.  ასე აღწერს ორგანიზაცია   „ჟურნალისტები  საზღვრებს გარეშე“  სომხურ პრესას 2021 წლისათვის მსოფლიოში პრესის ტავისუფლების ინდექსის განსაზღვრისასა.  ორგანიზაციის მონაცემებით, პრესის თავისუფლების მხრივ, სომხეთი მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 63-ე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, სომხეთმა უკან დაიხია ორი პოზიციით. რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთი მხოლოდ საქართველოს ჩამორჩება, რომელიც ცხრილში მე -60 ადგილზეა, აზერბაიჯანი 167-ე ადგილზეა, თურქეთი 153-ე ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, სომხეთში მედია უფრო მრავალფეროვანი გახდა 2018 წლის შემდეგ, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა შეემცირ მედიის პოლარიზება.

ერევნის პრესკლუბის ხელმძღვანელის ბორის ნავასარდიანის განცხადებით, სომხეთის უკანსვლა მედიის სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. სფეროსთან დაკავშირებულ ინიციატივებს არ განიხილავენ პროფესიულ, საექსპერტო წრეებში, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს არა სისტემური რეფორმები, არამედ სიტუაციური და სადავო გადაწყვეტილებები.

ნავასარდიანის აზრით, სომხეთში სიტყვის თავისუფლება სტიქიურია და  პოლარიზებული.

ყველაზე თავისუფალი მედიის  ხუთეულში არიან ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, დანია და კოსტა რიკა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ ერითრიას (180), ჩრდილოეთ კორეას (179), თურქმენეთს (178), ჩინეთს (177) და ჯიბუტს (176).

ნახეთ მეტი
Back to top button