“ჯავახეთის დიასპორამ რუსეთში” საქართველოს პრეზიდენტს მიმართა სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით

როგორც „news.am“ წერს “ჯავახეთის დიასპორმა რუსეთში” საქართველოს პრეზიდენტს სომხების გენოციდის აღიარებია თხოვნით მიმართა:
”24 აპრილი არის ოსმალეთის იმპერიის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე, რაც მსოფლიოში დღემდე მომხდარი ყველზე მასშტაბური დანაშაულია. ეს თარიღი პირობითია. 1915 წლის ამ დღეს სომეხი ინტელიგენციის განადგურებით თურქეთი გადავიდა გენოციდის ერთი ეტაპიდან მეორეზე, ”ნაწილობრივი” გენოციდიდან გადავიდნენ სომხების მთლიან განადგურებაზე.
სომხეთის გენოციდი აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მრავალი ქვეყნის მიერ. ევროპის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტებმა მიიღეს კანონები სომხების გენოციდის უარმყოფელი პოლიტიკის შესახებ. ამასთან, მოძმე საქართველოს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს დამოკიდებულება ამ აღმაშფოთებელი საერთაშორისო დანაშაულის მიმართ.
ჩვენ, ორგანიზაცია “ჯავახეთის დიასპორა რუსეთში” მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, აღიარონ სომეხთა გენოციდი ოსმალეთის თურქეთში 1915-1923 წლებში და გამოაცხადონ 24 აპრილი საქართველოში სომხების გენოციდის ხსენების დღედ. ეს აუცილებელია სამართლიანობის, ზნეობისა და დემოკრატიისთვის, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის მისი შედეგების პოლიტიკურ და სამართლებრივ აღმოფხვრას,“ -ნათქვამია მიმართვაში.