მთავარიპოლიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა სომეხთა გენოციდი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განცხადება გააკეთა  სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომლის დროსაც გამოიყენა ტერმინი  ,,გენოციდი“.

,,ყოველ წელს ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ ყველა მათ სიცოცხლეს, ვინც დაიღუპა ოსმანეთის პერიოდის სომეხთა გენოციდის დროს და მიგვაჩნია, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ მსგავსი სიმხეცის განმეორება. ჩვენ პატივს ვცემთ დიდი გენოციდის მსხვერპლის ხსოვნას, რათა მომხდარი საშინელებები არასოდეს არ იქნას დავიწყებული“,-აღნიშნულია აშშ პრეზიდენტის მიმართვაში.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამგვარად შეასრულა მისი წინასაარჩევნო შეპირება და გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც აღიარა გენოციდი.

ნახეთ მეტი
Back to top button