მთავარიპოლიტიკა

თურქეთი ვერ აყალბებს ისტორიის ფურცლებს: მსოფლიო ადასტურებს, რომ სომხეთის გენოციდი მოხდა და ის დაგმობილი უნდა იქნას

სომეხთა  გენოციდი არის გენოციდი, რომელიც ორგანიზებული იქნა  ოსმალეთის იმპერიის  მმართველი პარტიის „Ittihad ve Teraki“- ის მიერ, რის შედეგადაც  1915-1923 წლებში მასობრივად გადაასახლებული  და გაჟლეტლი იქნა  ოსმალეთის იმპერიის სომხური მოსახლეობა, მათ შორის დასავლეთ სომხეთის სომეხი მოსახლეობა. 1915 წლის 24 აპრილი პირობითად ითვლება სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ, როდესაც კონსტანტინოპოლში დააპატიმრეს 235 სომეხი ინტელიგენტი წინასწარ მომზადებული სიების მიხედვით.

დღემდე თურქეთი ყველანაირად ცდილობს უარყოს სომხების გენოციდი. თურქეთი დიდ თანხებს ხარჯავს საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, აფინანსებს  უნივერსიტეტებს, ცდილობს მეცნიერულად გააყალბოს ისტორიის ფურცლები. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებისა და მთავრობების მიერ სომხეთის გენოციდის აღიარებაზე რეგულარული დებატების  დროს, თურქეთი იმუქრება დიპლომატიური და სავაჭრო სანქციებით. თურქეთში სომხების ფიზიკური არსებობის კვალის აღმოსაფხვრელად, ქვეყანაში რეგულარულად ნადგურდება  სომხური არქიტექტურული ძეგლები.

იმავდროულად, სომეხთა გენოციდის ფაქტი  აღიარებული და დადასტურებულია თვითმხილველთა ჩვენებებით, კანონებით, რეზოლუციებით, მრავალი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ის მიღებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი, გაეროს რამდენიმე კომისია, ეკლესიათა მსოფლიო კავშირი, სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაცია -მერკურის პარლამენტი  და სხვები.

სომხეთის გენოციდი აღიარებულია და დაგმობილია მსოფლიოს ოცდაათზე მეტი ქვეყნის მიერ.

ჰოლოქოსტის შემდეგ სომეხთა  გენოციდი ითვლება ისტორიაში მეორე ყველაზე შესწავლილ თემად.

ნახეთ მეტი
Back to top button