მთავარიპოლიტიკა

თურქი ისტორიკოსი. “24 აპრილს ჩემი გულის ნახევარი ერაბლურში იქნება, მეორე ნახევარი წიწერნაკაბერდში”

24 აპრილის წინ, Ermenihaber.am– მა სპეციალური ინტერვიუ გამართა თურქ ისტორიკოსთან საით ჩეთინოღლუსთან, რომელიც ცნობილია სომხების გენოციდის შესახებ თავისი კვლევით. საით ჩეთინოღლუ ერთ-ერთია იმ ისტორიკოსთა შორის, ვინც თურქეთში ცხოვრობს, და რომელიც უპირობოდ აღიარებს და გმობს სომეხთა გენოციდის ფაქტს, მკაცრად აკრიტიკებს თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთის წინააღმდეგ სომხების მკვლელობის პოლიტიკას. ინტერვიუში ჩეთინოღლუ შეეხო თურქეთის პოლიტიკას სომხების გენოციდის მიმართ.

– სომხების გენოციდის 106 წლისთავთან დაკავშირებით, გაგვიზიარებთ თქვენს აზრებს?

განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და თურქეთის მიერ სომეხთა წინააღმდეგ 2020 წელს განხორციელებული ომის შემდეგ.

– სომეხთა გენოციდის 106-ე წლისთავი მნიშვნელოვანი გახდა იმით, რომ სომხები თავიანთ ისტორიულ მიწებზე “დიდი კაცობრიობის” თვალწინ კიდევ ერთხელ დაექვემდებარნენ ძალადობას და კაცობრიობის ამ წყეული დუმილის თანხლებით თავის ისტორიულ სამშობლო წართმეულთა ხსოვნას კიდევ ერთი  სამგლოვიარო ისტორიული მოვლენა დაემატა… კაცობრიობამ დაიჩოქა აზერბაიჯანის მატერიალური ძალაუფლებისა და ფულის წინაშე. ისევე, როგორც ასი წლის წინ მილიონობით ადამიანი გაურკვევლობაში დარჩა, დღესაც ათობით ათასი ადამიანი განიცდის ერთსა და იმავე გაურკვევლობას არაადამიანური და სასტიკი ძალადობის შემდეგ; ეს რეალობაა. ამ თვალსაზრისით, ეჭვი არ მეპარება, რომ სომეხი ხალხი – როგორც წარსულში, ასევე ახლაც, ერთმანეთის მხარდაჭერით შეძლებს ამ უფსკრულის გადალახვას. 1909 წელს კილიკიის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ზაბელ ესაიანის სიტყვები კვლავ აქტუალურია. ”თუ ჩვენ ობლები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, რომ არ ვიყოთ ერთმანეთის ოჯახი”.

– როგორ ხორციელდება თურქეთის მიერ ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა? რა მიდგომას მიმართავს თურქული სახელმწიფო ღია უარყოფიდან “საერთო ტკივილამდე” თეორიის განვითარების გზის შემდეგ?

– ამ დღეებში თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და ,,თურქეთის ისტორიული საზოგადოება“ (TTK), მორიგ უარყოფის კონფერენციას მართავს. ამჯერად უფრო გამარჯვებულად, უფრო ამაყად … საერთო ტკივილი … ან ტკივილის კონკურენციაში შეტანა სინამდვილეში უარყოფის ყველაზე მტკივნეული გამოვლინებაა. ამის გაგების დრო დადგა და წავიდა. ზედმეტი გულუბრყვილობა და სისულელე არ არის საჭირო. განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში უნივერსიტეტები, ,,თურქეთის ისტორიული საზოგადოების“ და უმაღლესი განათლების საბჭოს მეთაურობით  დიდ ძალისხმევას ახორციელებენ ცენტრალიზებული უარყოფის ინსტიტუციონალიზაციისთვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენ არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე შორეული სოფლის სკოლაც კი არ ჩამორჩება გენოციდის უარყოფისკენ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებას.

არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ისიც, რომ ასეთ ღონისძიებებში გამორჩევა ან 1-2 გვერდიანი სიტყვით გამოსვლა ოფიციალური თეზისების განმეორებით, მრავალჯერ ადამიანის კარიერის გასაღებიც კი ხდება. უყოყმანოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩამოყალიბდა უარყოფის ინდუსტრია. ყველამ იცის, რომ ეს ინდუსტრია ორგანიზებულია საგარეო მისიის ოფიციალურ და არაოფიციალურ წარმომადგენლებთან კოორდინაციით. ლობის სახელწოდებით “ლეგალიზებული” ამ საქმიანობის ბიუჯეტი საკმაოდ დიდია. წარსულში პატივცემულ ისტორიკოს დონალდ ქუატერს 400 მილიონი დოლარი შესთავაზეს თურქული თეზისების დასაცავად, ხოლო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაღლაიანგირმა სცადა მოესყიდა სომხეთის პოლიტიკური პარტიები: ”უარი თქვით გენოციდზე, რამდენიც გსურთ იმდენ ფულს მოგცემთ”.

 – მრავალი ქვეყნის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, კვლავ ლაპარაკობენ გენოციდის აღიარებაზე აშშ პრეზიდენტის დონეზე. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? რას მისცემს გენოციდის აღიარება?

– ჩემი აზრით, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის მიერ  სიტყვა გენოციდის წარმოთქმა. პრეზიდენტობამდეც კი, სენატორი ბაიდენი სხვადასხვა გამოსვლებში საუბრობდა სამართლიანობის სასარგებლოდ; ამ თვალსაზრისით, იმედი მაქვს, რომ იგი დაიცავს მის მიდგომას 24 აპრილს სიტყვით გამოსვლისას, და ოფიციალურად აღიარებს გენოციდს. მაგრამ ამგვარად, სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაიდენის მიერ მისი გამეორება სიმბოლური იქნება. პარლამენტის ორივე პალატამ მიუთითა სამართლიანობაზე. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მართლმსაჯულების ორგანოებმა საჭირო ზომები  უნდა მიიღონ ამ მიმართულებით. რადგან აშშ-ს კანონი გენოციდის შემთხვევაში ატარებს სავალდებულო ხასიათს. ვისურვებდი ამ დღეების მომსწრე ყოფილიყო ჩვენი მეგობარი ვარდგეს ეღიაიანი, იურისტი, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა სამართლიანობისთვის აშშ-ში …

თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ სომეხთა გენოციდის კვლევაში. საერთოდ, რა ნაკლოვანებებს ხედავთ სომეხთა გენოციდის აღიარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში?

– “სომეხთა გენოციდი მოხდა კაცობრიობის თვალწინ!” მაგრამ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული „რეალური პოლიტიკის“ შედეგად, განხორციელდა რეალობის ჩახშობის და დავიწყების მცდელობა. მაგრამ 50 წლის შემდეგ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ამ რეალობას ხორცი შეესხა და ისევ დღის წესრიგში ჩადგა.

ისტორიის ყოველი გვერდის გახსნისას, გენოციდი ისევ ხორცსა და სისხლს ისხამს. რეალობა მოულოდნელად კუთხიდან ისევ ჩნდება და ანათებს. ამ თვალსაზრისით, დიასპორის და მცირერიცხოვან თურქ მკვლევართა კოორდინირებული ან ცალკეული მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში არის ეპიზოდი, რომელსაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ, ვფიქრობ, რომ სასარგებლოა.  ოსმალეთის იმპერიის და მოგვიანებით თურქეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსანი ხალილ ბეი მენთეშე, თავის მოგონებებში წერს, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც არ მონაწილეობდა სომხების გენოციდში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გენოციდში მონაწილეობას მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ამ სიტუაციაში თურქეთის მოსახლეობის უმეტესობა პასუხისმგებელია მომხდარზე. ამავდროულად, ეს შეუძლებელს ხდის რეალობასთან შეჯახებას, რადგან საზოგადოება, უნაყოფო ციკლში ყოფნისას, ვერ გამოდის მისგან და ვერ ჯანსაღდება.

პირისპირ წარდგომა ამ მხრივაა მნიშვნელოვანი. მაგრამ წინადადება “ჩვენი ბაბუები გენოციდის ისტორიაში მოხვდნენ” შორს არის რეალობის წარმოჩენისა და რეალობასთან პირისპირ წარდგომასთან. არავის სურს გენოციდის დამღა დაესვას მათ უშუალო, ფიზიოლოგიურ ბაბუას. აბსტრაქტული ადამიანებისთვის რეალური დაპირისპირების მიკუთვნება ასევე არ ხდება.

ჩვენ, როგორც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვიცით, რომ ქრისტიანი ფიზიკური პირების ან მათი ქონების ხელყოფა იგივეა, ეს ნიშნავს გენოციდის დანაშაულში მონაწილეობას. მოკალი ქრისტიანი, დაისაკუთრე ცოლი, შვილი, ქალიშვილი, გაამაჰმადიანე, მისი ქონება კი შენი გახადე. ეს გადაწყვეტილება-ბრძანება გამოქვეყნდა 1915 წლის აგვისტოში, რომელმაც ხელი შეუწყო გენოციდს. სომეხი და პონტოელი მდიდრების სიკვდილის დევნა მათი სიმდიდრის დასაუფლებლად, ვითომ და “გადასარჩენად” ნიშნავს გენოციდის დანაშაულში მონაწილეობის მიღებას. მიტოვებული ქონების დაუფლებაც გენოციდში მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა.

 ამ ვითარებაში, თურქული საზოგადოების ამ დანაშაულში მონაწილეობას ისეთი ღრმა ფესვები აქვს, რომ ჭეშმარიტი დაპირისპირება  თურქი კაცისთვის ნიშნავს თავის თავისთვის ზიანის მიყენებას, შვილიშვილის კეთილდღეობის განადგურებას. სანამ არ გაიგებთ ამ რეალობას, გენოციდის ჩამდენი პირების შვილიშვილებთან თანამშრომლობა, ერთად სამართლიანობის ძიება ფუჭი საქმეა.

სომხებმა როგორც  სომხეთში, ასევე ისტორიული სომხეთის მიწებზე ან ბროწეულის მარცვლებივით მიმოფანტულ დიასპორის კოლონიებში უნდა აჩვენონ და გამოხატონ საკუთარი თავი. თურქეთისგან მოლოდინი მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება და ფუჭი ოცნებაა … ეს რეალობა საკმაოდ ხაზგასმით დადასტურდა არცახის ომის დროს. არავინ არ ამოიღო ხმა, და სომხების მიმართ მთელი საზოგადოება ერთი კაცივით დუმდა.

ნახეთ მეტი
Back to top button