მთავარიპოლიტიკა

თურქი მწერალი: ჩვენი ველური ნაციონალიზმი არ გაქრება მანამ, სანამ არ ვაღიარებთ სომეხთა გენოციდს

სომხეთის გენოციდის 106 წლისთავთან დაკავშირებით, Ermenihaber.am ესაუბრა თურქ მწერალსა და მთარგმნელს  მურატ უიურქულაქს.

სომეხი მკითხველები მას იცნობენ ჰრანტ დინქის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტატიების კრებულის წყალობით, რომელიც სომხურად ითარგმნა და მალე გამოქვეყნდება სომხეთში.

წიგნში სტატიაში უიურქულაქის  გმირი (რომელიც ნამდვილი პერსონაჟია) ახალგაზრდობაში ყვება, რომ სომხებმა  “აავსეს კასრები და თურქების სისხლი დალიეს”, მაგრამ სიბერეში მან სულ სხვა ამბების მოყოლა დაიწყო საშინელებების შესახებ.

”და აი, ბაბუა ჰამზა საკმაოდ მოხუცდა. როდესაც დასუსტდა და   ცნობიერებაც ნელ-ნელა დაერღვა, მისი ისტორიებიც შეიცვალა და ამბავი ყოველთვის ერთი და იგივე კითხვით იწყებოდა “იცით, რატომ არის მდინარე ყიზილრმაკის სახელი  წითელი მდინარე?  თავის კითხვას თვითონვე პასუხობდა  ”იმიტომ რომ იგი სომხური სისხლით იყო სავსე”. ათ ადამიანს ერთად  ვკრავდით, რომ ტყვია არ დაგვეხარჯა, ერთს ვკლავდით და ათივეს მერე მდინარეში  გადავუძახებდით, რომ დამხრჩვალიყვნენ“, – ყვებოდა მოხუცი.

– რას მისცემს თურქულ საზოგადოებას სომხების გენოციდის აღიარება და დაგმობა, რა მნიშვნელობა აქვს ამას სამომავლოდ?

– სომხეთის გენოციდი ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ვერ გადავლახეთ სიძულვილი, ბოროტება და შურისძიება. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი! შეუძლებელია აღმოიფხვრას ველური ნაციონალიზმი, რომელიც თურქ მოსახლეობას სისხლში აქვს გამჯდარი, სანამ ამ დიდ ისტორიულ დანაშაულთან დაპირისპირება არ მოხდება.

თუ ჩვენ გვსურს ცივილიზებული, წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ სომეხთა  გენოციდს თვალი უნდა გავუსწოროთ.  

 აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ, მას აღარ ჰქონია შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ერდოღანთან. როგორ ფიქრობთ, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების ამჟამინდელ დაძაბულ ფაზაში ბაიდენი გამოიყენებს სიტყვას ”გენოციდი” თავის გზავნილში?

– არ ვფიქრობ, რომ ბაიდენის ან სხვა დასავლური ლიდერის პოლიტიკური პრეფერენციები  ძალიან უდანაშაულო იყოს. მაგრამ მე ვაფასებ  სომხების გენოციდთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, აღიარებას ან თურქეთისადმი მოწოდებას აღიარების შესახებ.  

– არის თურქეთში პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მიდრეკილნი იქნებიან აღიარონ გენოციდი და არ უარყონ იგი?

– ამ მხრივ გრძელი გზა გაიარა “თურქეთის მუშათა პარტიამ”, რომლის წევრიც მე ვარ, ისევე როგორც “სახალხო დემოკრატიული პარტია”, რომლის წევრიც ადრე ვიყავი.

– როგორ ფიქრობთ, შრბილდება თუ გაღრმავდება სომხების მიმართ სიძულვილი და რასისტული პოლიტიკა მმართველი პარტიის „სამართლიანობა  და განვითარება“ მმართველობის პერიოდში?

– არ ვფიქრობ, რომ რაიმე პატიოსანი და ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი მმართველი პარტიის მიერ. ეს პარტია მზადაა ყოველ ზომას მიმართოს  თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

არ მიმაჩნია, რომ მის ეს არაეფექტური მთავრობა რაიმე სარგებელს მოუტანს თურქ ხალხს. ამ მთავრობის შეუძლია მიიღოს ნებისმიერი დესტრუქციული გადაწყვეტილება თვალის დახამხამების გარეშე.   ეს ხელისუფლება უსულგულო, გაუნათლებელი და სასტიკია.

– რა პერსპექტივას ხედავთ  სომხეთ-თურქეთის  (სომეხი ხალხი-თურქი ხალხი) ურთიერთობებში?

– ამ კითხვას ფართოდ ვუყურებ. მსოფლიოში არც ერთ ერს არ აქვს პრობლემა სხვა ერთან მიართებაში. განსაკუთრებით ის ერები, რომელთა საჭმელი, ცეკვა, სიმღერა და თვალები იმდენად ჰგავენ  ერთმანეთს, რომ მათი შერიგებისათვის არავითარი დაბრკოლება არ შეიძლება არსებობდეს.  


ავტორი ნარინე თადევოსიანი წყარო:  Ermenihaber.am

facebook sharing button
twitter sharing button
pinterest sharing button
email sharing button
ნახეთ მეტი
Back to top button