მთავარიპოლიტიკა

თურქი პოლიტოლოგი: გენოციდის უარყოფის თვალსაზრისით თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო უარესია, ვიდრე მათი წინამორბედები

24 აპრილის წინ Ermenihaber.a m– მა სპეციალური ინტერვიუ ჩაატარა ცნობილ თურქ პოლიტოლოგთან, ჟურნალისტთან და პუბლიცისტთან ჯენგიზ აქთართან.

იგი აღიარებს და გმობს სომხების მიმართ ჩადენილ დანაშაულს. წლების წინ ეს საჯაროდ განაცხადა . „ჩემი სინდისი  ვერ მიიღებს  უარყოფას და გულგრილობას დიდი გენოციდის მიმართ, რომელსაც ოსმალეთის სომხები დაექვემდებარენ  1915 წელს. მე უარვყოფ ამ უსამართლობას, ვიზიარებ ჩემი სომეხი დებისა და ძმების გრძნობებს და პატიებას ვთხოვ მათ“.

ინტერვიუში აქთარი  შეეხო თურქეთის პოლიტიკას სომეხთა  გენოციდის მიმართ.

– რას შეიძლება მოელოდეს  სომხეთი თურქეთისგან არცახის ბოლო ომის შემდეგ 24 აპრილის მიჯნაზე, რეგიონში  განვითარებული მოვლენების გამო, მოსალოდნელია  რაიმე ცვლილება ანკარის განცხადებებში?

– ანკარის რეჟიმი სრულიად სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა  შიდა და გარე უარყოფითი მოვლენების გამო. შეუძლებელია იმის თქმა, რომ თურქეთი გრძელვადიან პოლიტიკას ატარებს ნებისმიერ საკითხზე, მას დღე გაჰყავს მხოლოდ.  რაც შეეხება სომხეთს, მე არ ველოდები რაიმე ცვლილებას (თურქეთის მხრივ,  რედ. ) ასწლოვანი პოლიტიკაში.    

– აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენი არჩევის შემდეგის არ შეხვედრია ერდოღანს. თქვენი აზრით, თურქეთი-აშშ ურთიერთობებში დაძაბულობა შიმჩნევა? 24 აპრილის გზავნილში ბაიდენი გამოიყენებს სიტყვას  ”გენოციდი”?

– როგორც ყველას, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გამოიყენებს სიტყვას გენოციდი. ეს არ იქნება სასჯელი არადემოკრატიული თურქეთისთვის, არამედ სიმართლის გამოხატვა, რომელსაც ყველა გონიერი ადამიანი მიიღებს. მეორეს მხრივ, თეთრი სახლიდან ამანდა სლოტი  და სხვები, რომლებიც ძალიან ტოლერანტულები არიან ანკარის რეჟიმისადმი, შეიძლება წინააღმდეგი იყვნენ პრეზიდენტისა, ხაზგასმით აღნიშნონ, რომ თურქეთი ნატოს წევრია.

– თქვენი აზრით, არის თურქეთში რაიმე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უარის თქმის ნაცვლად, აირჩევენ სომხეთის გენოციდის აღიარებას?

– HDP– ს გარდა (თურქეთის ოპოზიციური, პროქურთული ხალხთა დემოკრატიული პარტია – რედაქტორი) – არა. ასევე შეუძლებელია HDP ხელისუფლებაში მოსვლა.

– შესაძლებელია თუ არა, რომ თურქეთმა წამოაყენოს  ახალი წინაპირობები სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნისთვის?

– საზღვრის გასახსნელად დაბრკოლება აღარ რჩება, რადგან მისი ცალმხრივად დახურვის მიზეზი უკვე გაქრა. ამასთან, ანკარაში არსებული პოლიტიკური ბალანსი შეუძლებელს ხდის მის შემოთავაზებას (საზღვრის გახსნა-რედ.). ანალოგიურად, ყარაბაღის ომში თურქეთის ფაქტობრივი მონაწილეობა სომხეთის მიმართ პოლიტიკას ”მოწესრიგების” საკითხში გარდაუვალს ხდის.

– თქვენი აზრით, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ანკარის უარყოფის პოლიტიკა?

– დღევანდელი უარყოფის რეჟიმი (ამჟამინდელი თურქეთის მთავრობა- რედ.) უფრო უარესია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის პროცესის ფარგლებში  გენოციდის აღიარება შესაძლოა რეალობა გამხდარიყო,  მაგრამ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. თურქეთში გენოციდი არ იქნება აღიარებული მანამ, სანამ ყველაფერი ყირაზე არ დადგება,  რის შედეგადაც პროცესი ადგილიდან დაიძრება  და ჩამოაყალიიბდება საზოგადოებრივი თანხმობა.  შესაძლოა, თურქეთში არსებული სტიქიური სიტუაცია სწორედ ამ ყირაზე დადგომის დასაწყისია, ვინ იცის.

ნახეთ მეტი
Back to top button