
სომხეთის გენოციდის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გზავნილი გაავრცელა. გთავაზობთ სრულ ტექსტს.
”ძვირფასო თანამემამულეებო,
დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთ. ჩვენ პატივს ვცემთ იმ 1,5 მილიონ წამებულს, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის კრიმინალური პოლიტიკის მსხვერპლი გახდნენ.
მე -20 საუკუნის პირველი გენოციდი 106 წლის წინ ორგანიზებული იქნა ოსმალეთის იმპერიის მმართველი პარტიის „Ittihad ve Teraki“- ის მიერ. რაც ამ დღეებში მოხდა, დიდმა სახელმწიფოებმა აღწერეს, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და კაცობრიობის ცივილიზაციის წინააღმდეგ. ატასწლეულებიც რომ გავიდეს, ჩვენ სომხები ამას არ დავივიწყებთ, ჩვენ არ დავუშვებთ რომ ის რაც მოხდა 1915 წლის 24 აპრილს, სომეხი ინტელიგენციის დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა, კვლავ განმეორდეს. ერის ინტელექტს, მზრუნველ და კულტურულ ელიტას თავი მოკვეთეს. სომეხ ხალხს ჩამოერთვა თავის აკვანში ცხოვრების უფლება. მას მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა, ჩვენი ხალხის კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობისათვის მიყენებული ზიანი შეფასებას არ ექვემდებარება.
ჩვენთან ერთად სამშობლო ჩამოართვეს ნაპონტოს ბერძნებს, ასურელებსა და ეზიდებს. სომხების მსგავსად განადგურებლნი იქნენ ეს მოძმე ხალხებიც, მათ ჩამოერთვათ მშობლიურ ადგილებში ცხოვრების უფლება.
ვინ იყვნენ ამ საზარელი დანაშაულების დამნაშავეები, ვინ იყვნენ პასუხისმგებლები ამაზე? პასუხი ერთმნიშვნელოვანია ოსმალეთის იმპერიის ახალგაზრდა თურქთა მთავრობა თურქიზმისა და პანთურქიზმის იდეოლოგიით, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო მონოეთნიკური თურქეთის შექმნა, რამაც თავის მხრივ წარმოშვა ანტისომხურობა და სხვა ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისგანგანთავისუფლების იდეა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ხალხის გენოციდი განხორციელდა გერმანიის ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობით. ექვსი მილიონი ებრაელი ჰოლოკოსტის მსხვერპლი გახდა. ომის შემდეგ, დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარდგნენ და დამსახურებული სასჯელი მიიღეს. დაგმობილი იქნა იდეოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ გენოციდის ორგანიზატორები. ნაციზმი სამართლიანად იქნა შეფასებული, როგორც დანაშაულებრივი იდეოლოგია, დღეს მსოფლიოში ვერავინ გაბედავს ხმა ამოიღოს მათ დასაცავად.
ისტორიული ვითარების გამო, იგივე არ მომხდარა სომეხთა გენოციდის შემთხვევაში. გასული საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ არ იყო შემუშავებული სამართლიანობის მექანიზმები, რომლებიც პასუხისმგებლობას აკისრებდა სახელმწიფოს ამგვარი საშინელი დანაშაულებისათვის. ტერმინი გენოციდიც კი არ არსებობდა.
უფრო მეტიც, სომეხ ხალხს არ ჰქონდა საშუალება სარჩელი შეეტანა და დაეცვა ის. გენოციდიდან პირველი ათწლეულების განმავლობაში დიასპორის ხმა საკმარისად არ ჟღერდა. სომხეთი ჯერ კიდევ იშუშებდა ჭრილობებს, ფეხზე აყენებდა ეროვნულ სტრუქტურებს. საბჭოთა სომხეთს დიდი სამამულო ომის დასრულებამდე საერთოდ ჩამორთმეული ჰქონდა საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა.
სომხურმა დიასპორამ შეძლო სომხეთის გენოციდის აღიარების საკითხი წამოყენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამასთან, იმ პერიოდში, როდესაც სამყარო ორპოლუსიანი იყო, პანთურქიზმი ისტორიულ წარსულად ითვლებოდა. დაუსჯელი დარჩა სომხეთის გენოციდი და იდეოლოგია, რომელმაც ეს წარმოშვა. დანაშაულებს, რომლებიც დაუსჯელი რჩებიან, იდეოლოგიას, რომელიც მათ კვებავს, აქვთ ჩვევა გამეორების და ხელახლა წარმოჩენის.
ყარაბაღის მეორე ომი, აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია, რომელიც მიზნად ისახავდა არცახში სომეხი ხალხის განადგურებას, თურქეთის ამბიციური საგარეო პოლიტიკა, სომხეთის მიმართ ტერიტორიული მისწრაფებები გენოციდის იდეოლოგიის აღორძინების დამადასტურებელია. ანტი-სომხურიზმი არის პანთურქიზმის არსი და დღეს ჩვენ ვხედავთ მის ყველაზე ამაზრზენ გამოვლინებებს აზერბაიჯანში, რომელიც ხორციელდება ამ ქვეყნის ხელისუფლების უშუალო მხარდაჭერით.
როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი ნეო-პანთურქულულ საფრთხესთან დაკავშირებით? ეს ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ძლიერი, თანამედროვე სომხეთი მძლავრი მოკავშირეებით, რომელიც აგებული იქნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. ამავე დროს, უდავოა, რომ მხოლოდ დანაშაულის დაგმობა გვაძლევს იმედს, რომ არ იქნება ჩაისახება ახალი დანაშაულები. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სომხების გენოციდის აღიარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ.
ამასთან ერთად მინდა ვთქვა, რომ ეს არანაირად არ ნიშნავს რეგიონული დიალოგის უარყოფას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. დიალოგი არ შეიძლება განხორციელდეს ზალის გამოყენებით. ეს მხოლოდ თანასწორობის პრინციპით შეიძლება მოხდეს. სომხების გენოციდის არსებობაში ეჭვი არავის არ ეპარება. არავინ არ იფიქროს, რომ რომ ნებისმიერი სომეხი, სომხეთისა თუ დიასპორის რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობა უღალატებს ჩვენს უდანაშაულო მსხვერპლტა ხსოვნას და გახდება სომხური გენოციდის თანამონაწილე. სწორედ გენოციდის აღიარებამ და დაგმამ უნდა შეაჩეროს ახალი დანაშაულები.
ძვირფასო თანამემამულეებო,
24 აპრილი ეს არის ჩვენი ხალხის წარსულზე და მომავალზე ფიქრის ყველაზე მყარი მომენტი, თვითშემეცნების ყველაზე შესაფერისი შემთხვევა, ჩვენი ძალების და მოქმედებების შეფასებისათვის ხელსაყრელი წუთი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს, შემდეგია: გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევები დღესაც არსებობს. ყარაბაღის მეორე ომი ამის ნათელი დასტურია. ამ გამოწვევას შეუძლია სომხეთი წინ აღუდგეს მაშინ, თუ მას ექნება წამყვანი ეკონომიკა, თანამედროვე უსაფრთხოება და პოლიტიკური სისტემა, რომელიც გააერთიანებს ყველა სომეხს, შეჰკრავს ერთ მუშტად“.