პოლიტიკა

არმენ გრიგორიანი. ალიევის ამჟამინდელი რიტორიკა მხოლოდ ამყარებს სომხური მხარის მტკიცებების ლეგიტიმურობას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ამჟამინდელი რიტორიკა მხოლოდ ამყარებს სომხური მხარის მტკიცებების ლეგიტიმურობას. ამის შესახებ RIA Novosti- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, უპასუხა რა კითხვას ალიევის მუქარის შესახებ. მანამდე ალიევმა განაცხადა, რომ იგი ძალით მოაგვარებს ეგრეთ წოდებულ “ზანგეზურის დერეფნის” საკითხს.

მისი თქმით, ”სომხეთს შეუძლია დაიცვას საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა საკუთარი ძალებით და მოკავშირეების პოტენციალით”.

”მე მსურს მკაფიოდ განვმარტო, რომ ალიევის ნებისმიერი განცხადება სომხური ზანგეზურის შესახებ ამახინჯებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობილი განცხადების არსს”, – აღნიშნა გრიგორიანმა.

მისივე თქმით, ისტორიამ აჩვენა, რომ თითქმის 70-წლიანი დუმილის პირობებში, არცახის სომხებს არც ერთი წუთით არ დაუვიწყებიათ თავიანთი უფლებების შესახებ. ”ამრიგად, რეგიონის სტაბილურობა და განვითარება განპირობებულია იმ ფაქტით, თუ რამდენად  ასახავს რეალობას ისტორიული სამართლიანობა”, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button