
რუსეთი, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის საზღვრების დაცვაში. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. მისივე თქმით, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთდახმარების ვალდებულებებს არეგულირებს ნორმატიულ-სამართლებრივი სფერო, რაც თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობას იძლევა, როგორც კუხო- ს, ასევე ორმხრივი ფორმატის მიხედვით. ”ჯერჯერობით ოფიციალური შეზღუდვები არ შეგვხვედრია, რაც ხელს შეუშლიდა ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებას. თუ მოულოდნელად შეგვექმნება ასეთი დაბრკოლებები, ასევე განვიხილავთ დამატებითი კონტრაქტების გაფორმებას ან არსებული კონტრაქტების გახანგრძლივებას. რაც შეეხება სომხეთის საზღვრების დაცვას, რუსეთი, როგორც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან თანამშრომლობას ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებაში.”