მთავარიპოლიტიკა

„გამოცალკევება გადარჩენისთვის“ ფაშინიანმა და მაკრონმა ისაუბრეს არცახზე

პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს 24 აპრილს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრემიერ მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა  საფრანგეთის როლს სომხეთის გენოციდის საერთაშორისო აღიარებაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მომავალში ასეთი ტრაგედიების პრევენციისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი  და ფრანგი ხალხის მხარდაჭერა. მან დასძინა, რომ საფრანგეთი კვლავ სომეხი ხალხის გვერდითაა სირთულეების გადალახვისას.

სატელეფონო საუბრის დროს პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე. მათ განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში. პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხის მოგვარებას ხედავს მხოლოდ “გამოცალკევება  გადარჩენისთვის” პრინციპით.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების დღის წესრიგზე. ისევე როგორც  ისაუბრეს სომხეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button