შედგა სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვაღარშაკ ჰარუთიუნიანის სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრთან, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსთან.
ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს არცახში განლაგებული რუსული კონტინგენტის სამშვიდობო მისიაზე, სომხეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებული მასშტაბური რეფორმების ძირითად მიმართულებებზე, ასევე სომხეთ – რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ნაწილის ერთობლივ მოქმედებებზე და სამომავლო პროგრამაზე, საუბარი შეეხო რეგიონალურ პრობლემებსაც.