პოლიტიკა

დატყვევებული ჩვენი თანამემამულეები აუცილებლად დაბრუნდებიან: ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ხალხისადმი მიმართულ გზავნილში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში დაყოვნებული სომეხი ტყვეები ნამდვილად დაბრუნდებიან.

როგორც “არმენპრესი” იუწყება, ფაშინიანმა  აღნიშნა: „ კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო  44-დღიანი ომის დროს დაღუპულთა  ოჯახის წევრებს. გამოვხატო მხარდაჭერა ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგულისა და ტყვედ ჩავარდნილების ოჯახების მიმართ.  მინდა ვთქვა, რომ ტყვედ ჩავარდნილები აუცილებლად დაბრუნდებიან და მათ დაბრუნების უზრუნველსაყოფად უნდა მოვიკრიფოთ მთელი ძალები“.

ნახეთ მეტი
Back to top button