მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ მინისტრი ფაშინიანი გადადგა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნების წინ. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც უკვე ცნობილია, ფაშინიანმა რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან დისკუსიების შედეგად  გამოაცხადა სომხეთში 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება და პარლამენტი ორჯერ არ აირჩევს პრემიერ მინისტრს. ამის შემდეგ, ეროვნული ასამბლეა კანონის ძალით  დაშლილად მიიჩნევა, გაიმართება რიგარეშე  საპარლამენტო არჩევნები.

„დღეს მე ვტოვებ სომხეთის პრემიერ მინისტრის პოსტს, რათა შევასრულო გადაწყვეტილება 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ”, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მთავრობის გადადგომის შესახებ.

„კონსტიტუციის 130-ე მუხლის საფუძველზე,  მთავრობის გადადგომა მიღებულია”, – ნათქვამია განკარგულებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button