მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და პუტინმა ხაზი გაუსვეს ტყვეების დაბრუნების შესახებ პუნქტის განხორციელების აუცილებლობას

24 აპრილს შედგა  სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის  ნიკოლ ფაშინიანისა  და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის  ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა  ხაზი გაუსვეს 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების სამხედრო ტყვეების,  მძევლებისა და სხვა დაკავებულთა გაცვლის შესახებ  მე-8 პუნქტის განხორციელების აუცილებლობას.  ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ მინისტრის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სომხეთის პრემიერ მინისტრისა და “რუსეთის პრეზიდენტის” სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ შეტყობინებაში.

„ორი ქვეყნის ლიდერები   ასევე შეეხნენ  უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ თანამშრომლობას, მიმდინარე პროგრამებსა და რეგიონულ საკითხებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button