აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ფოსფორის იარაღი უკეთესია, ვიდრე მშვიდობიანი ატომი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩერნობილის ტრაგედიის საიუბილეო თარიღით ისარგებლა და მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს “მოახდინონ ძალების მობილიზება მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვისთვის”.
განცხადებაში სამინისტრომ განაცხადა, რომ ”საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის საფრთხეები”. ასევე აღნიშნულია, რომ ეს ბირთვული ელექტროსადგური აშენდა 1976-1980 წლებში იგივე ტექნოლოგიით, როგორც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და მდებარეობს სეისმურ ზონაში. მოძველებული ტექნოლოგია და ადგილმდებარეობა, აზერბაიჯანის აზრით, მეწამორის ატომური ელექტროსადგური ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ატომურ ელექტროსადგურად აქცევს მსოფლიოში.
იმავდროულად, ბოლოდროინდელი ომის დროს, რომელიც თურქეთმა დაიწყო არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ, აზერბაიჯანმა გამოიყენა ფართოდ აკრძალული ტიპის იარაღები, მათ შორის ფოსფორის იარაღი, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა არცახის გარემოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში ამგვარი “წვრილმანები” ამჯობინებენ არ შეიმჩნიონ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული მხარის მეწამორის სადგურის მიმართ ”შიში” გადაჭარბებულია, რასაც არაერთხელ აღნიშნავენ საერთაშორისო ექსპერტები და ამას აქვს პოლიტიკური ხასიათი.