მთავარიპოლიტიკა

არმენ სარგსიანმა გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნა წერილი სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა წერილი გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს.

წერილში კერძოდ აღინიშნება: ”2020 წელი ყველა ჩვენგანისთვის იყო რთული და გამოწვევებით სავსე. მაგრამ, სომხეთისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა თურქეთის აქტიური მხარდაჭერით და მონაწილეობით აზერბაიჯანის მიერ 27 სექტემბერს არცახის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო.

მიუხედავად თქვენი მოწოდებისა COVID-19 ეპიდემიის პირობებში გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განცხადებისა, რომელიც გმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ძალადობის გაგრძელებას, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პერიოდული მოწოდებებისა ომის დაუყოვნებლივ დასრულების შესახებ, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად უმიზნებდა მშვიდობიან მოსახლეობას და ინფრასტრუქტურას, უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უფლებებს და ნორმებს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ათასობით ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ათასობით ინვალიდობა, მოსახლეობის განდევნა და სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება.

ომის დროს და მის შემდეგ, სომეხი სამხედროები და სამოქალაქო პირები აზერბაიჯანის მხარემ ტყვედ აიყვანა, აწამა და არაადამიანურად მოექცა.

2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკამ ყველა სამხედრო ტყვე გადასცა აზერბაიჯანს. ამასთან, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამხედრო ტყვესა თუ მშვიდობიანი მოქალაქის გაცვლა უნდა განხორციელდეს “ყველა ყველას მიმართ” პრინციპის გამოყენებით, რაც უგულებელყოფილია აზერბაიჯანის მხრივ.

ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლების უხეში დარღვევით, ამჟამად აზერბაიჯანი უარს ამბობს მძევლების, მათ შორის სამხედრო ტყვეების დაბრუნებაზე.

სომხეთი ელოდება საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარებას  ყველა ტყვეების დაუყოვნებლივ დაბრუნებაში.

მოგმართავთ თქვენ და გაეროს, მიიღეთ ყველა საჭირო ზომა საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის შესაბამისად, სამხედრო ტყვეების დაუყოვნებელი გათავისუფლებისა და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად”.

ნახეთ მეტი
Back to top button