
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 24 აპრილის გზავნილი მრავალი თვალსაზრისით არის საყურადღებო და შეიძლება ახალი ამოსავალი წერტილი გახდეს ჩვენი კომპენსაციის საკითხების ლეგალიზაციის შემდგომი პროცესისთვის. “არმენპრესის” კორესპოდენტის კითხვაზე ასეთი აზრი გამოთქვა ლიბანის ყოველდღიურ გაზეთ “აზდაკის” მთავარმა რედაქტორმა შაჰან ქანთაჰარიანმა.
„მე ვფიქრობ, რომ აშშ პრეზიდენტის გაზვნილიშეიცავს მნიშვნელოვან ფორმულირებას, რომელიც აღსანიშნავია და ასახავს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს. 1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლების მიერ სომხური ინტელიგენციის დაპატიმრების აღწერა, აშშ-ს პრეზიდენტმა მოქმედების ადგილად გამოიყენა სახელი “კონსტანტინოპოლისი”. სტამბოლის მისი ისტორიული სახელით მოხსენიება, თავის მხრივ, მკაფიო მესიჯს შეიცავს. ეს გზავნილს აძლევს მნიშვნელოვან მიმართულებას, ეს არის ახალი ვექტორი ვაშინგტონისა და ანკარის ურთიერთობების თვალსაზრისით,” – თქვა ქანთაჰარიანმა.
მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის მოხსენიება აშფოთებს ოფიციალური ანკარის ლიდერებს. ”ეს არის ვაშინგტონის ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი არის არა თურქული. ეს შეიძლება იყოს პრეამბულა იმ გაგებით, რომ ვაშინგტონმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაიხსენოს, რომ კონსტანტინოპოლისი და ზოგი სხვა ქალაქი და ტერიტორია თურქული არ არის. ეს კი პოლიტიკური ლოგიკით იმას ნიშნავს, რომ ამერიკის დიპლომატიას ახალი ბანქოს ქაღალდი შეემატა“, – თქვა ქანთაჰარიანმა.