გარო ფაილანმა თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარეობას წარუდგინა კანონპროექტი სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ

გარო ფაილანმა, თურქეთის პრო-ქურთულ ხალხთა დემოკრატიული პარტიის წევრმა და სომეხმა დეპუტატმა, წარადგინა კანონპროექტი თურქეთის პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის გენოციდის აღიარებას, გენოციდში პასუხისმგებელ პირთა სახელების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მოხსნას და თურქეთის მოქალაქეობის კანონში ცვლილებების შეტანას.
როგორც იუწყება “არმენპრესი” სტამბოლის “აგოსის” დამოწმებით, ფაილანის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის დასაბუთებაში ნახსენებია, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სომეხტა გენოციდის ნამდვილი სახელით მოხსენიებაზე. “ეს დიდი დანაშაული უნდა აღიაროს თურქეთის პარლამენტმა. სომხეთის გენოციდის მსხვერპლთა წინაშე სამართლიანობა უნდა აღსდგეს 106 წლის შემდეგ”, – ნათქვამია პროექტში.
ფაილანმა 24 აპრილს გაგზავნა შეტყობინება, რომ სომხების გენოციდის საკითხში სამართლიანობის მიღწევა მხოლოდ თურქეთშია შესაძლებელი. ”ამ მიწებზე მოხდა სომხეთის გენოციდი. გენოციდის საკითხში სამართლიანობა შესაძლებელია მხოლოდ ამ მიწებზე. თუ თურქეთი სომხეთის გენოციდის წინაშე პირისპირ აღმოჩნდება, სხვა ქვეყნების პარლამენტებისთვის შეუძლებელი იქნება რაიმეს თქმა. ”სომეხტა გენოციდი უარყოფილი არის 106 წლის განმავლობაში, ამიტომაც ის სხვა ქვეყნების პარლამენტებში კვლავ განხილვის საგანია ”, – თქვა ფაილანმა.