მთავარიპოლიტიკა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის ქმედებებზე. ყველა ტყვე და მძევალი უნდა დაბრუნდეს

ევროკავშირმა ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ყველა ტყვე და მძევალი უნდა დაბრუნდეს. ამის შესახებ 26 აპრილს, ერევანში განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, აზერბაიჯანის ქმედებების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა პატიმარი და მძევალი უნდა დაბრუნდეს, თუ ხდება ნდობის ატმოსფეროს შექმნის მცდელობა.

”მე მხოლოდ ევროკავშირის პოზიციის დადასტურება შემიძლია”, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button