მთავარიპოლიტიკა

პარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხის განხილვის დღე ცნობილია

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრის არჩევის შესახებ. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტიდან.

კონსტიტუციური კანონის “ეროვნული ასამბლეის რეგლამენტის” 140-ე მუხლის მე -3 ნაწილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის არჩევის საკითხი განიხილება 3 მაისს 12:00 საათზე მოწვეულ ეროვნული ასამბლეის საგანგებო სხდომაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა 25 აპრილს ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე არჩევნების წინ. ფაშინიანმა შეახსენა, რომ 18 მარტს, რესპუბლიკის პრეზიდენტთან, საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან დისკუსიების შედეგად, მან გამოაცხადა გადაწყვეტილება 20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი გადადგება, ხოლო პარლამენტი ორჯერ არ ირჩევს პრემიერ-მინისტრს. ამის შემდეგ, ეროვნული ასამბლეა ითვლება კანონის ძალით დაშლილად და საჭირო ხდება რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

‘’დღეს მე ვტოვებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს, რათა შევასრულო გადაწყვეტილება 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button