
ირანული მედია კომენტარს უკეთებს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევის განცხადებას “ზანგეზურის დერეფნის” შექმნის შესახებ. მედია ხაზს უსვამს, რომ ასეთი დერეფანი ისტორიაში არ არსებობდა, ეს არის ისტორიის დამახინჯება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს.
საინფორმაციო სააგენტოს Fars -ტან ინტერვიუში საერთაშორისო სამართლის ექსპერტ ამაჰმად ქაზემიმ, ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არ არსებობს კარგი ან ცუდი ოკუპაცია, ისევე, როგორც “ყარაბაღის ოკუპაციაა” დაგმობილი, ასევე სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიებიც დაგმობილია.
ქაზემიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიაში არ არსებობდა დერეფანი სახელწოდებით “ზანგეზურის დერეფანი”, ეს არის ბაქოს ახალი ისტორიული სიყალბე და მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ალიევის სიტყვები აჩვენებს, რომ ბაქოს გამიზნული არ აქვს საკომუნიკაციო არხების გახსნა, ყარაბაღის სამართლებრივი სტატუსის დადგენა და ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზება. “სიონისტური რეჟიმის” (ისრაელი) მიზნების ფარგლებში, აზერბაიჯანი ცდილობს პანთურქული სამყაროს დაკავშირებას “ზანგეზურის დერეფნის” მეშვეობით,რაც იმას ემსახურება, რომ აღმოფხვრას ირანის გეოპოლიტიკური შესაძლებლობები რეგიონში, ასევე მოხსნას ირანი რეგიონალური ენერგეტიკული აჟიოტაჟიდან, შეაკავოს ჩინეთი და რუსეთი, დარტყმა მიაყენოს პროექტს „ერთი სარტყელი ერთი გზა“ (One Belt One Road).
ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ირანი ეწინააღმდეგება სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას და დასძინა, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა ეს იციან, ამიტომ ისინი ცდილობენ ირანი გახადონ პასიური და ეს გააკეთონ ირანის არჩევნების პარალელურად. საინფორმაციო სააგენტოს Mehr-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები ეწინააღმდეგება ირანის ინტერესებს და ისლამურმა რესპუბლიკამ ოფიციალურად უნდა დაგმოს ასეთი პროექტი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ “ზანგეზურის დერეფნის” შექმნა ეწინააღმდეგება 9 ნოემბრის განცხადებას, რადგან ეს ეხება საკომუნიკაციო არხების გახსნას და არა სიუნიქში საგუშაგოების შექმნას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ისტორიაში არ არსებობდა საგუშაგო ან დერეფანი, სახელწოდებით “ზანგეზურის დერეფანი”, ეს არის ისტორიის დამახინჯება. ალიევის განცხადება დერეფნის გახსნის დაჩქარებაზე მხოლოდ მუქარაა და მეტი არაფერი.