პოლიტიკა

სომხეთში ბელორუსის ელჩმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ლუკაშენკოს ბაქოში გაჟღერებული მილოცვების შესახებ

როგორც „არმენპრესი“ წერს, სომხეთის რესპუბლიკაში ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე კონიუკმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მილოცვას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის  ბაქოში ვიზიტის დროს და აღნიშნა, რომ ეს ეხებოდა ორივე მხარეს შორის  სისხლისღვრის შეჩერებას.

„პრეზიდენტის მილოცვა ეხებოდა არა იმას, რომ ერთმა წაგო და მეორემ გაიმარჯვა, არამედ იმ ფაქტს, რომ სისხლისღვრა შეჩერდა, დედებს შვილები არ დაეღუპებათ. მე ომში ნამყოფი ვარ, ვიცი რა არის. მინდა გთხოვოთ, რომ ამ თვალსაზრისით გაეცნოთ ჩვენი ბელორუსული მხარის პოზიციას, ჩვენ არ უნდა დავამატოთ არაფერი, მანიპულირება და სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენა. ჩვენი პრეზიდენტი მშვიდობის ადამიანია.  მე მასთან 9 წლის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა, მაშინ როცა გენერალური პროკურორი ვიყავი. მე ვიცი, რომ ჩვენს პრეზიდენტს არავის ცუდი არ სურს“, თქვა კონიუკმა.  

ნახეთ მეტი
Back to top button