მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის პარტიის გამარჯვება ივნისში ჩატარებულ არჩევნებში უფრო სავარაუდოა: რუსი ექსპერტი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, პრემიერ მინისტრის მხარდაჭერა ქვეყანაში კვლავ მაღალია და ის გარკვეულ პოლიტიკურ ძალას ინარჩუნებს, თქვა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა სტანისლავ პრიტჩინმა, -წერს  TASS-ი.

პარტია  “სამოქალაქო ხელშეკრულება”,  საიდანაც ნიკოლ ფაშინიანი კენჭს იყრის პრემიერ მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ მოიგებს 20 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ასეთი აზრი გამოთქვა კლუბ “ვალდაის” ექსპერტმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ცენტრალური აზიის, კავკასიის და  ურალ-ვოლგისპირეთის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელმა სტანისლავ პრიტჩინმა: „თუ საგანგებო არაფერი მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, ფაშინიანი გაიმარჯვებს“.

ნახეთ მეტი
Back to top button