ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2000-მდე ძეგლი საფრთხეში აღმოჩნდა. ამის შესახებ ყარაბაღის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლუსინე კარახანიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან დასძინა, რომ საფრთხე ემუქრება 13 სამონასტრო კომპლექსს, 122 ეკლესიას, 52 ციხეს, 523 ხაჩქარს, 4 სამლოცველოს, 127 სასკოლო ბიბლიოთეკას, 10 სახელმწიფო და 2 კერძო მუზეუმს.
მისივე თქმით, ტიგრანაკერტის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი, 800-ზე მეტი ნიმუში ხალიჩის მუზეუმიდან ასევე მტრის განკარგულებაში აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბაქომ დაიწყო არქეოლოგიური ექსპედიციების წარმომადგენლების დევნა.
”აზერბაიჯანი ატარებს ამ ტერიტორიებზე სომხური კულტურის ძეგლების გაყალბებისა და განადგურების ინსტიტუციურ პოლიტიკას. ჩვენ ვთანამშრომლობთ რუს სამშვიდობოებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა არ მოხდეს მსგავსი ქმედებები, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები შედეგებისათვის არ მიგვიღწევია. ”იუნესკოს“ წარმომადგენლების ვიზიტი ყარაბაღში 2020 წლის 21 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ აზერბაიჯანმა ხელი შეუშალა მათ”, – აღნიშნა კარახანიანმა.
მინისტრმა განმარტა, რომ ბაქო ახორციელებს კულტურულ გენოციდს და საჭიროა წინ აღვუდგეთ მათ.