მთავარიპოლიტიკა

არჩევნების დროს სომხეთს შეეძლება შეინარჩუნოს ის მაღალი ნიშნული, რომელსაც მან მიაღწია 2018 წელს. ლინ თრეისი

ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთსა და შეერთებულ შტატებს ჰქონდათ პარტნიორობის მრავალი მნიშვნელოვანი სფერო, პროგრესი დააფიქსირეს რეფორმების სფეროებში, განსაკუთრებით ანტიკორუფციული მიმართულებით, რომელზეც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან პოლიციის ახალი საპატრულო-საგუშაგო  პროგრამის დანერგვაში მხარდაჭერის მიმართულებით. ამის შესახებ ,,რადიო თავისუფლებას“ განუცხადა სომხეთში აშშ-ს ელჩმა ლინ თრეისიმ.

ელჩის რწმენით, ეს ის ინსტიტუტებია, რომლებსაც ემყარება დემოკრატია.

”მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დიდად მნიშვნელოვანია გააგრძელოს მუშაობა თავისი ინსტიტუტების გაძლიერებისა და გამძლეობის განვითარების მიმართულებით. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ პროგრესირებს სომხეთი ომის შემდგომი თვეების განმავლობაში, მე დიდ იმედს ვხედავ და გპირდებით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან ძლიერი დემოკრატიის ხილვას სომხეთში.

ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს მოსალოდნელი არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შეერთებული შტატები ცესკოს გაუწევს გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას, აგრეთვე ამომრჩეველს ინფორმაციის მიღების საკითხში. ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სომხეთს შეეძლება შეინარჩუნოს ის მნიშვნელოვანი ნიშნული, რასაც მან მიაღწია 2018 წელს არჩევნების დროს”, – აღნიშნა სომხეთში აშშ-ს ელჩმა ლინ თრეისიმ.

ნახეთ მეტი
Back to top button