მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა ალიევს გაუგზავნა წერილი, სადაც აკრიტიკებს ბაქოს “სტრატეგის პარკს”

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია  მიატოვიჩმა  წერილით მიმარტა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს  და მოუწოდა მას  არ გააღრმაოს და არ გააგრძელოს  მთიან ყარაბაღში და მის გარშემო თემებში  კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა შორის არსებული შეურაცხყოფები.

ამ კონტექსტში, ევროსაბჭოს კომისრის პრესსამსახურის ცნობით, მიატოვიჩმა გამოხატა შეშფოთება ბაქოში ამ ბოლო დროს გახსნილი “სტრატეგიული პარკის”   გამო, რომელიც წარმოდგენილია ადამიანის ღირსების დამამცირებელი  სცენები, მათ შორის  მკვდარი სომეხი ჯარისკაცები.  ”მე ვფიქრობ, რომ ასეთი სურათები ძალიან შემაშფოთებელი და დამამცირებელია”, – თქვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა და დასძინა, რომ   ”ამგვარი გამოფენა მხოლოდ მტრული გრძნობების გამწვავებას, სიძულვილის ენას  და შეუწყნარებლობას შეუწყობს ხელს”.

მიატოვიჩი  მოუწოდებს ალიევს  “უარი თქვას მტრულ რიტორიკაზე და  ხელი შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ხალხებში მშვიდობისა და შერიგების პროცესს“.

ნახეთ მეტი
Back to top button