პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მეფის რუსეთი დაადანაშაულა ებრაელებისა და გერმანელების ხოცვა-ჟლეტაში

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა არა მხოლოდ აბსურდული განცხადებები გააკეთა სომხების გენოციდის შესახებ, არამედ პარალელები გაატარა მეფის რუსეთის პოლიტიკასთან თურქული პოზიციის დასაბუთების მიზნით.

„პირველი მსოფლიო ომის დროს ასობით ათასი გერმანელ-ებრაელი მოქალაქე ცხოვრობდა მეფის რუსეთში და გადაასახლეს, სავარაუდოდ, გერმანიის არმიასთან თანამშრომლობის გამო. უფრო სწორად, გადასახლების სახელით, ამ ადამიანთა უმეტესობა გარდაიცვალა შიმშილით, დაავადებით და მძიმე ბუნებრივი პირობების გამო”, – თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ სომხეთის გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტის გზავნილს “უსამართლო და  ჭეშმარიტებას მოკლებული“  უწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button